კოფეინი. «დადებითი» და «საწინააღმდეგო» — ზიანი თუ სარგებელი
კოფეინი სხვადასხვა რაოდენობით გვხვდება ასზე მეტ მცენარეში, მაგრამ მხოლოდ ყავის, კაკაოს, კოლას თხილისა და ჩაის ფოთლებში იგი საკმაოდ ბევრია. ფინჯან ყავაში კოფეინის შემცველობაზე, გავლენას ახდენს რამდენიმე ფაქტორი:
- მარცვლის მოხალვის დონე: უფრო მოხალული (უფრო მუქი) მარცვლები, მაგალითად, როგორიც არის ესპრესოსთვის, იძლევა ნაკლებ კოფეინს;
- გამოყენებული ყავის ჯიში: რობუსტას მარცვლებში მეტი კოფეინია ვიდრე არაბიკას მარცვლებში;
- ყავის მომზადების მეთოდი: რაც უფრო ნაკლებია ყავის კონტაქტი წყალთან, მით უფრო ნაკლებია კოფეინი, ამიტომ ფინჯანი ესპრესო, რომელიც მზადდება 28 წამის განმავლობაში, გავრცელებული სტერეოტიპების საწინააღმდეგოდ, შეიცავს ნაკლებ კოფეინს.
უნდა გვახსოვდეს, რომ კოფეინი თითქმის არ ახდენს გავლენას ყავის გემოზე, ამიტომ ყავის სიმწარის დაკავშირება მასში კოფეინის შემცველობასთან — არ არის სწორი. მწარე ყავა — საერთოდ არ ნიშნავს ძლიერს და პირიქით - ძლიერი არ ნიშნავს მწარეს! სიმწარის გემოს სასმელს ანიჭებს რთული ორგანული ნივთიერებები - ტანინები. მათ გასანეიტრალებლად ყავას უმატებენ რძეს ან ნაღებს, ისინი ბოჭავენ ტანინებს და სასმელი კარგავს სიმწარეს. კოფეინი ითვლება ზომიერ სტიმულატორად, რომელიც, ტვინის მეშვეობით, მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
ყავა არა მხოლოდ აძლიერებს ადამიანს, არამედ ხელს უწყობს ძილიანობის დაძლევას. ის ხელს უწყობს მისი შრომითი საქმიანობის ამაღლებას. კოფეინის ალკალოიდი აუმჯობესებს რეაქციის სიჩქარეს, ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრაციას.
გულის კუნთზე, მასტიმულირებელი ეფექტის მეშვეობით, კოფეინი აძლიერებს გულის სისხლის გამომუშავებას, აჩქარებს სუნთქვას და მეტაბოლიზმს მთელს სხეულში. ის ხელს უწყობს სისხლძარღვების გაფართოებას, რითაც აუმჯობესებს სისხლის მიწოდებას ყველა ორგანოში. ამავდროულად, თავის ტვინის სისხლძარღვები, პირიქით, ვიწროვდება, რაც იწვევს არტერიული წნევის ხანმოკლე მატებას.
1958 წლიდან ყავა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული სასმელებისა და საკვების სიაში, შედის როგორც, ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სასმელი. კოფეინი მთლიანად გამოიყოფა ორგანიზმიდან. ჯანმრთელ ზრდასრულ ადამიანს შეუძლია მშვიდად დალიოს 2-3 ფინჯანი ყავა დღეში (ეს ჯანმრთელი ადამიანისთვის თერაპიულ დოზადაც კი ითვლება).
კოფეინის შემცველობა საკვებ პროდუქტებში.
საკვები პროდუქტების |
კოფეინის შემცველობა (მგ) |
ქილა კოკა-კოლა |
30 |
ჭიქა ჩაი |
30 - 50 |
მწარე შოკოლადი, (100გრ) |
20-200 |
თავის ტკივილის აბი
კოფეინთან ერთად |
25-100 |
ფინჯანი ყავა ესპრესო (60 მლ) |
40-100 |
ფინჯანი ყავა ყავის მადუღარადან (150 მლ) |
50-175 |
ფინჯანი ყავა არაბიკა (150 მლ) |
50-120 |
ფინჯანი ყავა რობუსტა (150 მლ) |
100-250 |