როგორ შევინახოთ ყავა: სასარგებლო რჩევები «Jockey» -ისგან
მოხალული ყავა — ეს არის დელიკატური პროდუქტი. მაღალი ტენიანობა, სინათლე და კონტაქტი ჟანგბადთან მისთვის საზიანოა, ის იწყებს თავის გემოსა და არომატის დაკარგვას, სწორედ ამიტომ შეფუთვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ცნობილია, რომ ყავის გემოს დაკარგვა, დაკავშირებულია ყავის ნაწილაკების ურთიერთქმედებით ატმოსფერული ჰაერის ჟანგბადთან, რომლის დროსაც ხდება დაჟანგვის პროცესი.
იმისათვის, რომ ეს თავიდან ავიცილოთ, დაფქვილი ყავისთვის გამოიყენება, ვაკუუმის შეფუთვა, ხოლო მარცვლოვანისთვის — დამცავი ატმოსფეროს შეფუთვა. თუ ყავის შეფუთვა არ არის აღჭურვილი დამცავი ატმოსფეროს გამოყენებით, მაშინ დაფასოებამდე ყავამ უნდა გაიაროს დეგაზაციის პროცესი — ანუ «დალექვა», იმისათვის, რომ გამოიყოს ნახშირორჟანგი, რომელიც წარმოიქმნება მარცვლებში მოხალვისას (თუ ამას არ გავაკეთებთ, მაშინ შეფუთვა ასეთი ყავით გაიბერება და გასკდება). მაგრამ, დეგაზაციის დროს, ყავის მარცვლები გარდაუვლად შედის კონტაქტში ჟანგბადთან და ყავის გემო და არომატი უარესდება.
დამცავი ატმოსფეროს გამოყენება გამორიცხავს ჟანგბადის შეღწევას შეფუთვის შიგნით, მაგრამ მოხალვის შემდგომ წარმოქმნილ ნახშირორჟანგს აძლევს საშუალებას, რომ თავისუფლად გააღწიოს გარეთ. შედეგად, ყავა პრაქტიკულად არ შედის კონტაქტში ჟანგბადთან, ამიტომ საუკეთესო ფორმით ნარჩუნდება გემო და არომატი. იმისათვის, რომ დავიცვათ ყავა სინათლისა და ტენიანობისგან, გამოიყენება მაღალი დამცველობითი თვისებების მქონე, მრავალშრიანი მასალები.
ყავის სახლის პირობებში შენახვისას, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ყავა მარტივად იწოვს უცხო სურნელებს, ამიტომ არ შეიძლება მისი შენახვა მძაფრი სუნის მქონე პროდუქტების გვერდით. ყავა საუკეთესოდ ინახება, მჭიდროდ დახურულ, გრილ, ბნელ ადგილას.